პროექტი მიზნად ისახავს ენის ტიპური ათვისების სხვადასხვა ასპექტის შესწავლას ქართულენოვანი ბავშვის ენის ნიმუშების შეგროვების, დოკუმენტირების, კოდირებისა და ანალიზის სტრუქტურირებული პლატფორის გამოყენებით. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენის განვითარების შეფერხებისა და ენის ატიპური განვითარების შემდგომი კვლევებისთვის ტიპური განვითარების ნორმების განსასაზღვრად. კვლევა ენის დარღვევების სფეროს მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს უზრუნველყოფს ტიპური განვითარების ამსახველი მონაცემებით ქართული ენის შემთხვევაში, მათ შორის მორფო-სინტაქსის სტრუქტურების აღმოცენებასა და ლექსიკური განვითარებაზე.
პროექტის ფარგლებში კოდირებული მასალა ხელმისაწვდომია
მონაცემთა ბაზაში
პროექტის შედეგად შექმნილი MLU წესები ხელმისაწვდომია ონლაინ დოკუმენტის სახით