პროექტის ხელმძღვანელი:
თინათინ ჭინჭარაული
tinatin.chincharauli@iliauni.edu.ge
პროფ. თინათინ ჭინჭარაული, PhD ფსიქოლოგიაში, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფ. ჭინჭარაული ბავშვის კლინიკური ნეიროფსიქოლოგია და ასევე არის ქცევის სერტიფიცირებული ანალიტიკოსი (BCBA). უძღვება 3 სხვადასხვა პროგრამას BA და MA საფეხურზე (BA პროგრამა ფსიქოლოგიაში, MA პროგრამები კლინიკურ ფსიქოლოგიასა და სპეციალურ განათლებაში). ის ასევე ასწავლის სხვადასხვა სალექციო კურსებს ამ დარგებში, უპირატესად კვლევის მეთოდებს, კოგნიტურ ფსიქოლოგიას და განვითარების ნეიროფსიქოლოგიას. თინათინ ჭინჭარაულს აქვს 18 წელზე ხანგრძლივი კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევებისა და თავის ტვინის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში. მისი კლინიკური პრაქტიკის ნაწილი ეთმობა ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებას და ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაციის პროცესის სუპერვიზიას.

ვრცლად

პროექტის კოორდინატორი:
ნინო ცინცაძე
nino.tsintsadze@iliauni.edu.ge
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან მისი ინტერესისა და კვლევის სფეროების ბავშვის ადრეული განვითარება, ადრეული კომუნიკაციური და ენობრივი ინტერვენციები, ადრეული ინკლუზიური განათლება. 2014 წლიდან კოორდინირებას უწევს საქართველოში ახალი სპეციალობის – კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის დანერგვასა და განვითარებას. ამ მიზნით განახორციელა რამდენიმე საერთაშორისო პროექტი. ამჟამად არის ERASMUS+ ABC Assisting Better Communication ხელმძღვანელი, რომელიც 6 ქვეყნის 12 უნივერსიტეტსა 4 ორგანიზაციას აერთიანებს და რომელიც მიზნად ისახავს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების აკადემიური პროგრამების განვითარებას. გზამკვლევის „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში“, შემდგენელი (თბილისი 2015, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა); ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოს თანაავტორი (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2015); სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის თანაავტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2012).

ნინო დობორჯგინიძე

nino_doborjginidze@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი, ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი. ახორციელებს კორპუსული და კომპიუტერული ლინგვისტიკისა და ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულების პროექტებს, რაც უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა CHILDES-ზე დაყრდნობით ბავშვის მეტყველების კორპუსის შესაქმნელად. ის ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას: გამოყენებითი ენათმეცნიერება და საქართველოში პირველ სადოქტორო პროგრამას ციფრულ ჰუმანიტარიაში. ამ მიმართულებით მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელებულია და ონლაინ სივრცეში განთავსებულია შემდეგი პროექტები:

 ახალგაზრდა მეცნიერები:
თეონა დამენია
teona.damenia@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის სტუდენტი კომპიუტერული და კორპუსული ენათმეცნიერების მიმართულებით. SCCC საზაფხულო სკოლის მონაწილე. 2012-დღემდე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „თანამედროვე ქართულის საანალიზო და საანოტაციო პროგრამები“, კოორდინატორი და მკვლევარი; 2017 წლიდან დღემდე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას, იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის, კვლევის ასისტენტი, 2012-2014 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, „არმაზი, კავკასიური ენები და კულტურა, ელექტრონული დოკუმენტაცია“, პროექტის მკვლევარი. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხება ბავშვების ფონეტიკურ განვითარებას. მას აქვს 12-24 თვის ასაკის ბავშვებთან მუშაობისა და მათი ენობრივი ნიმუშების ტრანსკრიპირებისა და ვიდეო/აუდიო-ჩანაწერების ანალიზის გამოცდილება.

თამარ კალხიტაშვილი
tamar.kalkhitashvili.1@iliauni.edu.ge
გამოყენებითი ლინგვისტიკის მაგისტრი და ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტია. 2014 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში, კოორდინაციას უწევდა საუნივერსიტეტო პროექტს „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“, აქვს ციფრული გამოცემის სტანდარტისა და ტექნოლოგიების რელევანტური ცოდნა, რომელიც აუცილებელია პროექტში განხორციელებული სამუშაოს ხარისხის შესაფასებლად და კონტროლისათვის. მონაწილეობა მიიღო ციფრული გამოცემის სტანდარტის თანაავტორების მიერ (გაბრიელ ბოდარი, შარლოტა ტაპმანი) ორგანიზებულ უორკშოპში (ლონდონი, 2014). 2018 წლის 9-14 სექტემბერს გაიარა ციფრული გამიცემის საზაფხულო სკოლას ოქსფორდში.

კვლევის ასისტენტი

ალექსანდრე აბრამიშვილი
babdusi@gmail.com
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. დაინტერესებულია ქართული ენის კომპიუტერული დამუშავებით და ჩართული იყო საუნივერსიტეტო პროექტში QartNLP.

მარიკა იშხანოვა
marika.ishkhanova.1@iliauni.edu.ge
2013 წლიდან მუშაობს ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრში კვლევის ასისტენტად. 2015 წლიდან სწავლა დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამაზე, რომელიც დაასრულა 2018 წელს მაგისტრის ხარისხით.