პროექტი წარმოადგენს ინტერ-ინსტიტუციური და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი კვლევითი ინსტიტუტი: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი და ორი უცხოელი მრჩეველი და ექსპერტი – სიგალ უზიელ-კარლი (აჰვას აკადემიური კოლეჯი, ისრაელი) და რეიჩელ იიფატი (ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი).

სიგალ უზიელ-კარლი – ჰაიფას უნივერსიტეტი CHILDES-ის ექსპერტი –კორპუსის შექმნის, კოდირების და ანალიზის 25 წლიანი გამოცდილებით. CHILDES-ს იყენებდა თავის კვლევაში, სწავლებაში, შექმნა CHILDES-ის ინსტრუმენტი ებრაული და არაბული ენების ანალიზისთვის. იყო CHILDES-ის ბაზისთვის, დიდი, ლონგიტუდური ებრაული კორპუსის შექმნაზე პასუხისმგებელი პირი; მან შექმნა SemTalk-ის ვებ-გევრდი, რომელიც მოიცავს CHILDES-ის სისტემის ადაპტაციას ებრაული და არაბული ენებისთვის. ამ თემაზე გამოქვეყნებული და წარდგენილი აქვს ბევრი მასალა. არის ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის და ვენის უნივერსიტეტის მორფოლოგიური ათვისების კვლევის ჯგუფის აქტიური წევრი, რომელსაც პროფ. ვოლფგანგ დრესლერი ხელმძღვანელობს.

პროფ. რეიჩელ იიფატი – ჰაიფას უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევების დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერი (2014-2017 წლებში იყო ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ჩართულია ენობრივ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კვლევაში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევებისა და განათლების მიმართულების დეპარტამენტებში. მისი ბოლო პუბლიკაცია (გამოქვეყნებულია: Journal of Experimental Child Psychology 142 118-136. 2016) სკოლამდელი ასაკის ბავშვების ენობრივ განვითარებას უკავშირდება. ამჟამად კონსულტირებას უწევს ისრაელის განათლების სამინისტროს კვლევას, რომელიც ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების ენობრივი განვითარების ხელშეწყობას უკავშირდება.