კორპუსი შეიქმნება ქართულენოვანი მონოლონგვი 4 ბავშვისა და მათი უშუალო მზრუნველების ლონგიტუდური და კროს-სექციული კვლევის ფარგლებში შეგროვილი მონაცემების საფუძველზე. წლის მანძილზე მოხდება კვლევის დასაწყისში 12 თვის ასაკის და კვლევის დასაწყისში 36 თვის ასაკის 2-2 (ჯამში 4) ბავშვის დაკვირვება და ვიდეო-აუდიო ჩაწერა. თითოეული ასაკობრივი ჯგუფი შედგება 2 ბავშვისგან, რათა მოხდეს კვლევის დიზაინთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დაძლევა (კვლევის ხანგრძივობიდან გამომდინარე კვლევის მონაწილის კვლევიდან გამოთიშვისესაძლებლობა). მონაცემების შეგროვება მოხდება ყოველთვიურად თითოეული ბავშვის ლინგვისტური ნიმუშების 5 საათიანი ვიდეო ჩანაწერების საშუალებით. ბავშვების ვიდეო და აუდიო ჩაწერა განხორციელდება თითოეული თვის ყოველი მესამე კვირის მანძილზე საუბარში ყველაზე აქტიური ჩართულობის მომენტებში. ყოველთვიურად მოხდება მიღებული ვიდეო/აუდიო მონაცემების არქივირება, ტრანსკრიპირება და კორპუსში ატვირთვა.