- მონოლინგვური გარემო – სპეციფიკურად, ოჯახის წევრებისა და ძიძისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართული უნდა იყოს მშობლიური ენა. ბავშვის ენობრივი გარემო ასევე უნდა იყოს
ქართული. - სოციალურად მდგრადი ოჯახები თბილისიდან (დიალექტებისთვის თავის არიდების მიზთით), მშობლები სულ მცირე საშუალო განათლებით.
- პროექტის დასაწყისში ყველა მონაწილე ასაკის შესაბამისად უნდა იყოს განვითარებული განვითარების ყველა სფეროში, რაც დასტურდება შესაბამისი შეფასებითა და შეფასების ინსტრუმენტებით (ჩვილებისა და ბავშვების შემოწმების, შეფასებისა და გეგმის გაწერის სისტემა (AEPS®), თარგმნილი და ადაპტირებული ქართულად).
- თუ შესაძლებელი იქნება, დაცული იქნება გენდერული ბალანსი.
მონაცემების შეგროვების დაწყებამდე კვლევითი ჯგუფის მიერ მოხდება ოჯახის წევრების მომზადება მონაცემების ჩაწერაზე. მშობლების მიერ ხელმოწერილი იქნება ინფორმირებული თანხმობის ფურცლები იმის დასტურად, რომ ჩანაწერების გამოყენება მოხდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ლაბორატორიისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ, ეთიკური საკითხების გათვალისწინებით. კვლევითი ასისტენტები მჭიდრო კავშირში იქნებიან ოჯახის წარმომადგენელთან და მზრუნველები – ჩაწერაზე პასუხისმგებლები დატრენინგდებიან ჩაწერის დროს ბუნებრივი და სპონტანური ატმოსფეროს შენარჩუნებაში. მათ ასევე მიეცემათ ინსტრუქცია, რომ ვიდეო-ჩანაწერის დასაწყისში მოახდინონ თარიღის დაფიქსირება, და დასასრულს – რა კონტექსტში მოხდა ვიდეო/აუდიო-ჩაწერა. ოჯახებს ყოველთვიურად აუნაზღაურდება გაწეული შრომა. პირველი 6 თვის მანძილზე გაკეთდება ერთი საპილოტე ჩანაწერი, შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში ატვირთვისთვის. შემდგომ შრომაში გათვალისწინებულ იქნება პილოტირების შედეგად წარმოქმნილი ყველა ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხი. მოხდება კორპუსის მოდიფიკაცია მიღებული მონაცემების საფუძველზე.